არჩილ თალაკვაძემ ნიდერლანდების სამეფოს ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ნიდერლანდების სამეფოს ელჩთან, იოს დაუმასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ელჩი საქართველოში საქმიანობას ასრულებს.

მხარეებმა საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობა შეაფასეს - აღინიშნა, რომ ბოლო წლებში, ქვეყნებს შორის გააქტიურებულია როგორც პოლიტიკური, საპარლამენტთაშორისო და ეკონომიკური თანამშრომლობა, ასევე, მნიშვნელოვნად გაზრდილია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოდან შემომავალი ტურისტების რაოდენობა.

არჩილ თალაკვაძემ ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი პერსონალური წვლილისა და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ნიდერლანდების სამეფო საქართველოს უწევს.

ინფორმაციას პარლამენტის პრესცენტრი ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა