ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - ნებისმიერ პაციენტს, რომელსაც დაუდგინდება C ჰეპატიტი, უფასოდ ჩაერთვება მკურნალობაში და მიიღებს იმ მედიკამენტებს, რომელიც მას სჭირდება სრული განკურნებისთვის

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 აგვისტოდან C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური და შემდგომი კვლევები სრულიად უფასო გახდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, „დღეისათვის საქართველოს მოქალაქეებისთვის ფინანსური ბარიერი სრულიად მოხსნილია, ნებისმიერ პაციენტს, რომელსაც დაუდგინდება C ჰეპატიტი, უფასოდ ჩაერთვება მკურნალობაში და მიიღებს იმ მედიკამენტებს, რომელიც მას სჭირდება სრული განკურნებისთვის“.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობითვე, ამ დრომდე, მოქალაქეებს მკურნალობაში ჩასართავად საჭირო კვლევებისთვის გარკვეული თანხის გადახდა უწევდათ, დღეიდან პროგრამაში ჩასართავად საჭირო კვლევებს სახელმწიფო სრულად დააფინანსებს.

C ჰეპატიტთან ბრძოლის მიმართულებით, საქართველო გამორჩეულია, რადგან ის არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ამ დაავადების სამკურნალო უახლესი თაობის მედიკამენტები სრულიად უფასოა. ქვეყანაში მოქმედი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ანალოგი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ განხორცილებულა.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობამ არსებითად გააძლიერა ძალისხმევა C ჰეპატიტის წინააღმდეგ საბრძოლველად, ეროვნული პროგრამების დანერგვისა და ახალი ინიციატივების შემუშავების გზით. მთავრობის ბოლო ინიციატივაა მკურნალობის სერვისის დეცენტრალიზაცია პირველად ჯანდაცვისა და ზიანის შემცირების ქსელში, რომლის მიზანია პროგრამული მომსახურების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა და მოსახლეობის მკურნალობის პროგრამაში ჩართვის ხელშეწყობა.

დღეს C ჰეპატიტზე გამოკვლევა და მკურნალობა ხელმისაწვდომია ქვეყნის მასშტაბით პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებშიც. წარმატებით მიმდინარეობს ინტეგრირებული C ჰეპატიტის, ტუბერკულოზისა და აივინფექციის აქტიური სკრინინგის პროგრამა.

მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სკრინინგის გაძლიერება ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტებია. დღეისათვის არსებული მონაცემებით, 1.5 მილიონმა მოზრდილმა ადამიანმა ჩაიტარა სკრინინგი C ჰეპატიტზე, 58 000 -ზე მეტი პირი ჩაერთო მკურნალობის პროგრამაში და 54 00-მდე პაციენტმა წარმატებით დაასრულა მკურნალობა თანამედროვე პირდაპირ მოქმედი ანტივირუსული პრეპარატებით.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე