ახალი პროფკავშირის ინფორმაციით, „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლები შესაძლოა, 10 აგვისტოს შემდეგ გაიფიცონ

„საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომელები, შესაძლოა, 10 აგვისტოს შემდეგ გაიფიცონ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილემ ილია ლეჟავამ განუცხადა, გაფიცვაში შესაძლოა, მონაწილეობა მიიღოს რკინგზის 4800-მა თანამშრომელმა.

ილია ლეჟავას ინფორმაციით, თანამშრომლები წლებია ხელფასების მატებას მოითხოვენ, თუმცა პირებს, რომელთა ხელფასიც 1000 ლარს არ აღემატება, მოთხოვნას „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაცია არ უკმაყოფილებს. ილია ლეჟავას ინფორმაციითვე, საკითხზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მედიატორი დანიშნა, თუმცა რკინიგზის ადმნისტრაციამ მედიაციაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, რაც კანონდარღვევაა. ილია ლეჟავას განცხადებით, რკინიგზის ადმინისტრაციას 10 აგვისტომდე აქვს ვადა, აწარმოოს მოლაპარაკებები თანამშრომლებთან, ხოლო 10 აგვისტოს პროფკავშირის გამგეობის სხდომა გაიმართება, სადაც მიიღებენ გადაწყვეტილებას, კონკრეტულად როდის დაიწყებენ გაფიცვას რკინიგზელები.

„გაფიცვის უფლება მოპოვებულია, მოლაპარაკების ვადა ამოიწურა. სამწუხაროდ, მედიატორს მეორე მხარე არ შეხვდა, უარი განაცხადეს, რაც პირდაპირ კანონის დარღვევაა, რადგან კანონში პირდაპირ წერია, რომ მხარეები ვალდებულნი არიან მოლაპარაკებების პროცესში მედიატორის მეშვეობით მიიღონ მონაწილეობა. მთავარი პრობლემა ისაა, რომ 2012 წლის შემდეგ, პირებს, რომელთა ხელფასიც არ აღემატება 1000 ლარს, ანაზღაურება საერთოდ არ მომატებიათ, მიუხედავად არაერთი თხოვნისა. საკმაოდ მძიმე სამუშაოებზე მყოფ პირებს აქვთ 200- 300 ლარის ოდენობის ხელფასი, მაშინ როდესაც ადმინისტრაციაში გაბერილია შტატები. მაგალითად გენერალრი დირექტორის ხელფასი 15 000 ლარია, მას ყავს 6 მოადგილე, 6 თანაშემწე, 7 კონსულტატი, რომელთა ხელფასიც 4 ათასი ლარიდან იწყება და ადის ზემოთ. დაჩი ცაგურიას და კოკა გუნცაძის ავტომობილებმა კი 11 მილიონი ლარის საწვავი დახარჯეს. ეს კითხვები არსებობს და ამაზე უნდა გასცეს პასუხი ადმინისტრაციამ“, - აღნიშნა ილია ლეჟავამ.

იხილეთ ვიდეო: ახალი პროფკავშირის ინფორმაციით, "საქართველოს რკინიგზის" თანამშრომლები შესაძლოა, 10 აგვისტოს შემდეგ გაიფიცონ

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა