თინა ბოკუჩავა -  თალაკვაძე -კობახიძის ხელით შემოთავაზებულ კანონპროექტში ბევრი საკითხია ორიენტირებული იმაზე,  რომ  შეიზღუდოს ოპოზიციური საქმიანობა

მთელი რიგი საკითხებია, რომელიც ივანიშვილის მიერ თალაკვაძე -კობახიძის ხელით შემოთავაზებულ კანონპროექტში არის ორიენტირებული იმაზე, რომ რამენაირად შეიზღუდოს ან შეფერხდეს ოპოზიციური საქმიანობა, - ეს განცხადება დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების სამუშაო ჯგუფის შეხვედრის პარალელურად ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.

"მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არის მონაპოვარი იმ ფართომასშტაბიანი მანიფესტაციებისა, რაც იყო რუსთაველზე და ამას ბუნებრივია, სჭირდება ბოლომდე მიყვანა, იმისთვის, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა კანონში აისახოს, თუმცა არის მთელი რიგი სხვა საკითხები, რომელიც ივანიშვილის მიერ თალაკვაძე-კობახიძის ხელით შემოთავაზებულ კანონპროექტში არის ორიენტირებული იმაზე, რომ რამენაირად შეიზღუდოს ან შეფერხდეს ოპოზიციური საქმიანობა, მათ შორის აკრძალვა ე.წ. საარჩევნო ბლოკებზე, ვინაიდან ყოველთვის ბლოკების გამოყენებით იცვლებოდა დემოკრატიულ საქართველოში ხელისუფლებები და ამის აკრძალვა სწორედ ამიტომ სურს ივანიშვილს. ასევე რეგულაციები საარჩევნო საეთერო დროსთან დაკავშირებით, ცვლილებები საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებით პრობლემურია. სრული ოპოზიციური სპექტრია წარმოდგენილი დღეს აქ და ჩვენ ვეცდებით მაქსიმალურად დავაჯეროთ ხელისუფლება იმაში, რომ დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელია სწორედ იმ რეკომენდაციების კანონად ქცევა, რომელსაც ჩვენ მათ შევთავაზებთ", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს