20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ბესიკ თამლიანის დედა - ელენე ხოშტარიამ მითხრა, რომ ჩემი შვილი მხნედ არის, უბრალოდ ჩემზე ნერვიულობს

ელენე ხოშტარიამ მითხრა, რომ ჩემი შვილი მხნედ არის. უბრალოდ ნერვიულობს ჩემზე, მაგრამ ჩემზე სანერვიულო არაფერია, ყოჩაღად იყოს, - ამის შესახებ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ბესიკ თამლიანის დედამ, რუსუდან თამლიანმა გლდანის ციხეში განაცხადა, სადაც "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ სხვა დაკავებულებთან ერთად, მისი შვილიც მოინახულა.

როგორც რუსუდან თამლიანმა აღნიშნა, დაკავების საფუძველი არ არსებობდა.

„თურმე კარგად ექცევიან. უბრალოდ ახლა ციხეში რომ ზის, მშრომელი ბიჭია, ქვეყანა სამუშაო ჰქონდა აღებული და ნერვიულობს იმაზე, რომ ეს სამუშაოები შეჩერებულია. ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს და რაც მთავარია, მხნედ არის. ელენემაც გადასცა, რომ იყოს ყოჩაღად და მოემზადოს 27 აგვისტოსთვის, როცა წინა სასამართლო პროცესი იქნება და ვნახოთ, როგორ გადაწყვეტს მოსამართლე ამ დაკავებულების მდგომარეობას", - განაცხადა რუსუდან თამლიანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს