ლევან ბოძაშვილი - თუ ანტირეკლამა აიკრძალება, მაშინ ხელისუფლებამ პირველ რიგში საკუთარი თავი უნდა აკრძალოს, რადგან არავინ უკეთებს იმდენ ანტირეკლამას, როგორც თვითონ "ქართული ოცნება"

თუ ანტირეკლამა აიკრძალება, მაშინ ხელისუფლებამ პირველ რიგში საკუთარი თავი უნდა აკრძალოს, რადგან არავინ უკეთებს საკუთარ თავს იმდენ ანტირეკლამას, როგორც თვითონ "ქართული ოცნება", - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კონსტიტუციონალისტმა ლევან ბოძაშვილმა განუცხადა, რითაც „საარჩევნო კოდექსში“ მედიასაშუალებებთან მიმართებაში დაგეგმილ ცვლილებებს გამოეხმაურა.

„იურიდიულ ტექნიკას რაც შეეხება, როგორ და ვინ დაადგენს კონკრეტულ მასალაში ანტირეკლამა 25.15% იყო თუ 24.99%? ამის გარჩევა-სასამართლოების გაშუქებით უნდა დაიტვირთოს წინასაარჩევნო გარემო რომ ისედაც გადაღლილ ამომრჩეველს კიდევ უფრო მეტად დაეკარგოს არჩევნებზე მისვლის სურვილი?

ხომ არ აჯობებდა ყველა პარტიას სიასთან ერთად პოტენციური მინისტრების სიის გამოქვეყნებაც დაევალოს? მარტო ლიდერები რომ ტოლდებიან ყოველთვის და კაცმა არ იცის პარტიულ სიაში ვინ და როგორ ხვდება, იქნებ მივცეთ ამომრჩევლებს საშუალება წინასწარ იცოდეს, ვის და როგორ მთავრობას აძლევს ხმას?“, - განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „საარჩევნო კოდექსში“ ინიცირებული ცვლილებებით, “საარჩევნო პროგრამა, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი მოწოდება/განცხადება/ქმედება, არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, სიძულვილის ენასა და ქსენოფობიურ განცხადებებს” და მედიასაშუალებებს ეკისრება ვალდებულება, შეამოწმონ, შეესაბამება თუ არა სარეკლამო რგოლი კანონმდებლობის მოთხოვნებს, ხომ არ არის სიძულვილის ენა გამოყენებული, დაცულია თუ არა პროპორციულობა ანტირეკლამისა რეკლამასთან და ა.შ.

ამასთან, მედიაექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ, რომ ხელისუფლება სიძულვილის ენაში ხშირად არასწორად მოიაზრებს შეურაცხმყოფელ ტერმინებს, ამიტომ კარგად უნდა იყოს განმარტებული, რა იგულისხმება ამ ტერმინში, ამასთან, ეს იყოს პარტიების ეთიკის ნაწილი და არა მაუწყებლის პასუხისმგებლობის საკითხი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა