ირაკლი კობახიძე - ბრალდება არის, რომ ვიღაცას უნდა ანაკლიის  პროექტის ჩაშლა, მაშინ როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაწერა კონსტიტუციაში ანაკლიის პროექტი

ბრალდება არის, რომ ვიღაცას უნდა ანაკლიის პროექტის ჩაშლა, მაშინ როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაწერა კონსტიტუციაში ანაკლიის პროექტი. არ ვიცი ამ ბრალდებას რა საფუძველი უნდა ჰქონდეს, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ხელისუფლებისთვის აღნიშნული ღრმაწყლოვანი პორტი მნიშვნელოვანია და ამაზე მათი მოქმედებებიც მეტყველებს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ანაკლიის პროექტის განხორციელება. თავის დროზე, კონსტიტუციური ჩანაწერით გამყარდა ანაკლიის მნიშვნელობა. ყველა შეხვედრაზე, საერთაშორისო პარტნიორებთან იქნება ეს თუ სხვა ფორმატში, ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ ამ პროექტის მნიშვნელობაზე, შესაბამისად, ქვეყნისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. კონსტიტუციის დონეზე ავსახეთ ეს მიზანი, აქედან გამომდინარე ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ არანაირი საფრთხე არ შეექმნას ანაკლიის პროექტის განხორციელებას. ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია“, - განაცხადა კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა