ესტონეთი უკრაინელებისთვის პუტინის მიერ შეთავაზებულ რუსულ პასპორტებს არ ცნობს

ესტონეთი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინის მოსახლეობისთვის ვლადიმერ პუტინის მიერ შეთავაზებულ რუსულ პასპორტებს არ ცნობს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ესტონეთის საგარეო სამინისტრომ განაცხადა, რომ ამ რეგიონის მცხოვრებლების 2019 წლის 24 აპრილის შემდეგ გაცემულ რუსულ პასპორტებს არ აღიარებს.

„აღმოსავლეთ უკრაინის მოსახლეობისთვის რუსული მოქალაქეობის დაჩქარებული წესით მინიჭება უკრაინის დამოუკიდებლობისთვის ძირის გამოთხრის კიდევ ერთი მცდელობაა და აღმოსავლეთ უკრაინაში არსებულ არასტაბილურ უსაფრთხოების სიტუაციის შენარჩუნებას ემსახურება,“ - ნათქვამია ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ურმას რეინსადუს განცხადებაში.

მინისტრი რეინსადუ მიიჩნევს, რომ მალე ესტონეთს ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებიც მიბაძავენ.

„უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ჩვენი მოვალეობაა,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიმდინარე წლის დასაწყისში განაცხადა, რომ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება რუსეთის მოქალაქეობა დაჩქარებული წესით მიიღონ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა