ეკატერინე ტიკარაძე ავსტრიის ელჩს საქართველოში არად ბენკოს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ავსტრიის ელჩს საქართველოში არად ბენკოს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა იმსჯელეს პირველადი ჯანდაცვის განვითარებისა და სისტემაში ციფრული ტექნოლოგიების, ტელე-მედიცინის დანერგვის მიმართულებით. ასევე, განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები, ადამიანური რესურსების განვითარებისა და საექთნო განათლების სისტემის დახვეწის კუთხით.

საუბარი ასევე შეეხო ონკოლოგიური სერვისების განვითებასა და ამ მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა