დავით ბაქრაძე - ქართული სახელმწიფო ვალშია დევნილებთან, რომლებმაც რუსული ოკუპაციის შედეგად ყველაფერი  დაკარგეს

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე ცხინვალის რაიონის სოფელ ხეითიდან იძულებით გამოდევნილ ოჯახებს გორის რაიონში, სკრის დასახლებაში შეხვდა. „ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, დავით ბაქრაძესთან საუბარში ოჯახთან ერთად იძულებით გადმოსახლებულმა უჩა კეკელიშვილმა და დევნილებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს რუსული ოკუპაციისა და აგრესიის მძიმე დღეები, ისაუბრეს დევნილების დღევანდელ პრობლემებზეც.

დავით ბაქრაძის განცხადებით, რუსული აგრესია და ოკუპაცია იყო ტრაგედია მთელი ქვეყისთვის, მაგრამ განსაკუთრებით მტკივნეული და ტრაგიკული დევნილებისთვის, ვის მხრებზეც გადაიარა ჩვენი ისტორიის ყველაზე მტკივნეულმა პროცესებმა - ადამიანებისთვის - ვინც დაკარგა სახლ -კარი, შემოსავალი, ვისაც დაენგრა ცხოვრება და ძალიან ბევრმა მათგანმა დაკარგა ოჯახის წევრები.

„მე არაერთგზის მითქვამს და დღესაც ვიმეორებ, რომ ქართული სახელმწიფო ვალშია იმ დევნილებთან, რომლებმაც რუსული ოკუპაციის შედეგად დაკარგეს ძალიან ბევრი რამ, საკუთარი სახლ-კარი და ოჯახის წევრები. ჩვენი ვალდებულებაა ყველაფერი გავაკეთოთ დევნილთა პირობების გასაუმჯობესებლად და იმისთვის, რომ საქართველო გამთლიანდეს. მათ სახლებში დაბრუნებამდე, იქ, სადაც ეს ადამიანები ცხოვრობენ, უნდა ჰქონდეთ შედარებით უკეთესი საცხოვრებელი და სოციალური პირობები, ვიდრე მათ დღეს აქვთ“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა