საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი - საბანკო სექტორში კიბერუსაფრთხოების საკითხი დღის წესრიგში დადგა - განსაკუთრებით ბოლო პერიოდში კვლავ იმატებს „ფიშინგის“ შემთხვევები

საბანკო სექტორში კიბერუსაფრთხოების საკითხი დღის წესრიგში დადგა. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში კვლავ იმატებს „ფიშინგის“ შემთხვევები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ საბანკო ასოციაციის ორგანიზებით კიბერდანაშაულთან, კერძოდ „ფიშინგთან“ დაკავშირებით გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც ძნელაძე აცხადებს, საბანკო სექტორში კიბერდანაშაულის შემთხვევები მნიშვნელოვნად მზარდია. მისივე თქმით, შეხვედრაზე მხარეების მიერ გამოითქვა მზაობა აღნიშნულ საკითხზე კოორდინირებულ მუშაობასთან დაკავშირებით.

„შევთანხმდით ინფორმაციის გაცვლაზე, რადგან დანაშაულთან ბრძოლის ერთ-ერთი ეფექტური საშუალება არის პრევენცია, პრევენცია როგორც საფინანსო ინსტიტუტებისგან, ისე სტრუქტურებისგან, ვისაც მოეპოვება აღნიშნულ ოპერაციებთან დაკავშირებით ინფორმაცია. მეორე მხარეა ინფორმაციის გავრცელება და მიტანა ყველა მომხმარებლამდე, რა სახის თაღლითობები არსებობს და როგორ შეუძლიათ მათგან თავის დაცვა“, - განაცხადა ძნელაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა