აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ახალი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის პროცედურები იწყება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ახალი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის პროცედურები იწყება. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, უმაღლესი საბჭოს წევრების - დავით გაბაიძისა და ილია ვერძაძის მიერ ინიცირებული კანონის პროექტი, ზეგანაკვეთური სამუშაო დროის რეგულირებას უკავშირდება. შესაბამისი დადგენილების პროექტი - საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით, საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე, სხდომაზე ერთ-ერთმა ინიციატორმა - ილია ვერძაძემ წარმოადგინა. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.

ბიურომ ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების მიმოხილვასთან დაკავშირებითაც, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხვიჩა შარაშიძემ წარმოადგინა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს