მიხეილ ბატიაშვილი - სექტემბერში სკოლებში ახალი ბუქები შევა, რომელიც ფაქტობრივად ბუქები აღარ არის და ლამის, სრულყოფილი კომპიუტერია

სექტემბერში სკოლებში ახალი ბუქები შევა, რომელიც ფაქტობრივად ბუქები აღარ არის და ლამის, სრულყოფილი კომპიუტერია და რომელსაც გაცილებით მეტი შესაძლებლობა ექნება, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით 400-მდე სკოლა ინტერნეტით დაიფარება და ეს პროცესი გაგრძელდება.

„სექტემბერში ახალი ბუქები შევა, რომელიც ფაქტობრივად ბუქები აღარ არის და ლამის, სრულყოფილი კომპიუტერია და რომელსაც გაცილებით მეტი შესაძლებლობა ექნება. ბავშვებს შემოდგომიდან მეტ სიახლეს შევთავაზებთ. პირველი, რაც გავაუმჯობესეთ, ეს არის ტექნიკური პარამეტრები და მათი ხანგრძლივობა გაცილებით გაიზრდება. ისინი უზრუნველყოფილები იქნებიან, ფაქტობრივად, ისეთი „ნოუთბუქით“, რომელიც ყველა საჭიროებებს უზრუნველყოფს. ასევე, ჩვენ რაც ვუზრუნველვყავით არის ის, რომ თბილისსა და რეგიონებში წლის ბოლომდე 400 სკოლაში იქნება „ვაია ფაი“. ფაქტობრივად, სკოლების მესამედი იქნება დაფრული და ეს პროცესი გაგრძელდება“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს