ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების მონიტორინგის მიმდინარე წლის 6 თვის შედეგები და სტრატეგიული მიმართულებები განიხილეს

ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ოფისში შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების მონიტორინგის მიმდინარე წლის 6 თვის შედეგები და სტრატეგიული მიმართულებები განიხილეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა გახსნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ და ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელმა ირმა ხაბაზმა.

შეხვედრაზე განიხილეს ფსიქიკური ჯანმრთელობის სტაციონარული მომსახურების ხარისხის და ადამიანის უფლებების მონიტორინგის შედეგები, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მოსარგებლეთა შეფასების წინასწარი მონაცემები, ბავშვთა და მოზარდთა სერვისების და ასევე 2020-2025 წლის ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემის განვითარების სტრატეგიული გეგმის ძირითადი პრიორიტეტები.

შეხვედრას ესწრებოდნენ ფსიქიატრიის დარგის სპეციალისტები და ჯანდაცვის ქართველი და უცხოელი ექსპერტები.

პროექტი განხორციელდა ფონდის „ღია საზოგადოება - საქართველო“ ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა