ზესტაფონში კიბოს გაძლიერებული სკრინინგის პროგრამის ამოქმედემა იგეგმება

ზესტაფონი იქნება ერთ - ერთი პირველი მუნიციპალიტეტი, სადაც კიბოს გაძლიერებული სკრინინგის პროგრამა ამოქმედდება, - ამის შსახებ „ინტერპრესნიუსს“ ზესტაპონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მერის, გიორგი გოგლიჩიძის ინიციატივით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ამ მიმართულებით საპილოტე პროგრამის განხორციელება მიმდინარე წლიდან იგეგმება. აღნიშნულ თემებზე სასაუბროდ და რეკომენდაციების გასაწევად, ზესტაფონის მერი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორს, ამირან გამყრელიძეს შეხვდა და საკუთარი მოსაზრებები გააცნო.

შეხვედრისას ასევე ისაუბრეს, ინტეგრირებული სკრინინგის პროგრამის შესახებ. c ჰეპატიტის, აივ ინფექციის და ტუბერკოლოზის ინტეგრირებული სკრინინგის ჩატარება მომავლიდან ზესტაფონშიც იქნება შესაძლებელი. მოსახლეობა სკრინინგში სრულიად უფასოდ ჩაერთვება. პროგრამის დანერგვასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ თვითმმართველობის სახელით მზაობა გამოთქვა, რაშიც მუნიციპალიტეტის საკრებულოც ჩაერთვება. პროგრამის ფარგლებში სამედიცინო პერსონალის გადამზადებაც იგეგმება.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა