„რკინიგზელთა ახალი პროფკავშირები“ - ამ ეტაპზე გაფიცვის კონკრეტულ თარიღს არ დავასახელებთ, რადგან გვსურს „საქართველოს რკინიგზასთან“ მოლაპარაკებები ულტიმატუმების გარეშე წარიმართოს

„რკინიგზელთა ახალ პროფკავშირებსა“ და „საქართველოს რკინიგზის" წარმომადგენლობას შორის ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყება, - ამის შესახებ „რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების“ თავმჯდომარემ, ვიტალი გიორგაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, ისინი გაფიცვის გადაწყვეტილებას ძალაში ტოვებენ, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტულ თარიღს არ ასახელებენ და მოლაპარაკების ფორმატზე გადადიან.

„საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი“ თვეზე მეტია „საქართველოს რკინიგზასთან" შრომით დავას აწარმოებს და შრომითი დავის საკითხი გახლავთ იმ რკინიგზელებისთვის 50%-ანი ხელფასის მომატება, რომელთა ანაზღაურებაც 1000 ლარს არ აღემატება. რკინიგზამ საწყის ეტაპზე უარი განაცხადა მოლაპარაკებებზე და ჩვენ პროფკავშირები, იძულებულნი გავხდით, უფრო რადიკალური გზისთვის, გაფიცვისთვის, მიგვემართა.

გვინდა პოზიტიურად შევაფასოთ "საქართველოს რკინიგზის" გუშინდელი ნაბიჯი, სადაც ისინი მზადყოფნას აცხადებენ ჩვენთან მოლაპარაკების დასაწყებად. სწორედ ამ საკითხზე დღეს ჩვენი ორგანიზაციის გამგეობის სხდომა შედგა და გამგეობამ დაადგინა, რომ „საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირები“ ამ ეტაპზე გაფიცვის კონკრეტულ თარიღს არ დაასახელებს, გამომდინარე იქიდან, რომ გვსურს მოლაპარაკებები ზედმეტი სტრესებისა და ულტიმატუმების გარეშე წარიმართოს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ თუ „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციის მხრიდან კეთილგონივრულად იქნება წარმართული მოლაპარაკებები, თავიდან ავირიდებთ გაფიცვას. კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ გაფიცვა გახლავთ უკიდურესი გზა ადამიანებისა, რომ საკუთარი უფლებები დაიცვან", - განაცხადა რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების თავმჯდომარემ, ვიტალი გიორგაძემ.

იხილეთ ვიდეო: რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი გაფიცვის კონკრეტულ თარიღს არ ასახელებს

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა