გრიგოლ ვაშაძე - თქვენ უყურებთ პოლიტიკურ რეპრესიებს

თქვენ უყურებთ პოლიტიკურ რეპრესიებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძე ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც „რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე პროცესი მიმდინარეობს.

გრიგოლ ვაშაძე გვარამიასთვის ბრალის წარდგენას პოლიტიკურ რეპრესიებს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ადრე თუ გვიან ყველა ოპოზიციონერი ასე დაასრულებს.

„საქართველოს ისტორიაში ახალი ეტაპის მომსწრე ხართ. ესწრებით და უყურებთ პოლიტიკურ რეპრესიებს. აკვირდებით, როგორ გამოაქვს სასამართლოს პოლიტიკური განაჩენი. არც სისხლის სამართალთან, არც მორალთან ამას კავშირი არ აქვს. ყველა, ვინც ოპოზიციაში ვართ, ადრე თუ გვიან, ალბათ ასე დავასრულებთ",- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი2“ - ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 9 აგვისტოს წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, „გამოტანილია დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ, საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა