ბრიტანეთის „ლეიბორისტული პარტია“ ბორის ჯონსონისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად ემზადება

ბრიტანეთის „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მთავრობისთვის უნდობლობის ვოტუმის გამოტანა მოვლენების განვითარების ერთ-ერთი ვარიანტია. „ლეიბორისტებმა“ ეს საკითხი უკვე განიხილეს სხვა საპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებთან.

„ლეიბორისტების“ წარმომადგენელმა დიანა ებოტმა ჟურნალისტის კითხვაზე - ჯონსონს უნდობლობას გამოუცხადებენ თუ არა უპასუხა: „ვინ ენდობა ჯონსონს მისი გარემოცვის გარდა?“ შემდეგ მან დასძინა, რომ მისი გადასაწყვეტი არ არის ასეთი საკითხი კენჭისყრაზე დადგება თუ არა მაგრამ „ასეთი არჩევანი უნდა არსებობდეს“. „ჩვენ ამას პარლამენტში ყველა პარტიასთან განვიხილავთ და თუ დავაყენებთ უნდობლობის საკითხს, დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ შეიძლება გავიმარჯვოთ“, - განაცხადა ებოტმა.

ამ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი