პაატა სალია - „რუსთავი2“ არასდროს გაკოტრდება

„რუსთავი 2“ არასდროს გაკოტრდება, - ამის შესახებ „რუსთავი2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სალიას თქმით, კომპანიის მენეჯმენტს აღნიშნულზე არც არასდროს უფიქრია.

„მიუხედავად იმისა, რომ დღეის მდგომარეობით, ფაქტობრივად სამართლებრივად იმგვარი მდგომარეობაა, რომ კომპანია იყოს გაკოტრების რეჟიმში, ჩვენ ამ ნაბიჯს შეგნებულად არ ვდგამთ. არც არასდროს გვიფიქრია და დარწმუნებული ვართ, რომ ეს ასე არ მოხდება და „რუსთავი2“ არასდროს გაკოტრდება. სწორედ ამისთვის და ამ მიზეზით, რომ ეს არ მოხდეს, მიღებულ იქნა ქიბარ ხალვაშის მიერ ეს გადაწყვეტილება.

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ბოლო დროს ძალიან ხშირად გვესმის სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანიის მძიმე ფინანსური მდგომარეობა გამოწვეულ იქნა იმ ყადაღის და შეზღუდვების შედეგად, რაც 2015 წელს სასამართლომ გამოიყენა. ყველას შეგახსენებთ და არაერთხელ გავიმეორე ეს, რომ ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო, რომ მაქსიმალურად გამოგვერიცხა ყველა შემაფერხებელი გარემოება, რომელიც ხელს შეუშლიდა კომპანიას ნორმალურ ფუნქციონირებაში და მზადყოფნა იყო გამოცხადებული საჯაროდ, არსებობს ამის საარქივო მასალები და შეგიძლიათ ნახოთ, მათ შორის სასამართლოში გაკეთებული ჩვენი ზეპირი განცხადებები. მიუხედავად ამისა, არც ერთი ნაბიჯი ჩვენი მიმართულებით არ იყო გადადგმული. გარდა ამისა შეგახსენებთ, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში არც ერთი კვალიფიციური, დასაბუთებული მოსაზრება იმის თაობაზე, თუ რა რაოდენობის ზიანი შეიძლებოდა გამოეწვია ამ შეზღუდვებს, ან შეიძლებოდა თუ არა რეალურად რაიმე ზიანი გამოეწვია, ამასთან დაკავშირებით დღემდე არავისგან არ მოგვისმენია“,- აცხადებს პაატა სალია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა