ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აშშ-ის კონგრესის  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის დელეგაციას შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირინე ფრუიძემ აშშ-ის კონგრესის (წარმომადგენელთა პალატის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის დელეგაციასთან გამართეს შეხვედრა.

საქართველოს პარლამენტის პრესცენტრის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი, ძირითადად, საქართველოში არსებულ ვითარებას და ორი ქვეყნის ურთიერთობის ცალკეულ ასპექტებს დაეთმო.

„საუბრის ძირითადი თემა იყო საქართველოში არსებული მდგომარეობის მიმოხილვა, მათ შორის, სამართლებრივი კუთხით. ყურადღება დაეთმო როგორც პარლამენტის როლის ანალიზს, ასევე ეკონომიკური სიტუაციის და მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების ანალიზს, მომავალი არჩევნებისათვის მზადყოფნის საკითხებს. ზოგადად, მიმოვიხილეთ საზოგადოებაში არსებული ტენდენციები“, - განაცხადა რომან კაკულიამ შეხვედრის შემდეგ.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის თქმით, ყურადღება ასევე დაეთმო ამერიკასთან ურთიერთობის პრიორიტეტებს, სამომავლო თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების პერსპექტივებს.

„შევეცადეთ ჩვენი კოლეგებისთვის დაგვენახებინა, თუ რა მიზანს ისახავს საარჩევნო სისტემის ცვლილება, თუ რა კუთხით უწყობს ის დემოკრატიული პროცესების განვითარებას ხელს, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ვისაუბრეთ ასევე რუსეთისგან მომავალი საფრთხეების მიმართ შემდგომი ერთობლივი, ამერიკასთან ერთად რეაგირების ძირითად პრინციპებზე და ქვეყნის განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია