ირაკლი მეზურნიშვილი საგამოძიებო სამსახურის განცხადებაზე - მსგავს შემთხვევებზე ხელისუფლების პასუხი ყოველთვის ძალიან ხისტი იქნება

„კანონის წინაშე ნებისმიერი ადამიანი თანასწორია და ყველამ უნდა აგოს პასუხი მკაცრად, ვინც ამ კრიმინალურ სქემაში იყო ჩართული, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მასშტაბური დანაშაულებრივი სქემის გახსნის კომენტირებისას.

„მსგავს შემთხვევებზე ხელისუფლების პასუხი ყოველთვის იქნება ძალიან ხისტი, რადგან კორუფცია და ფინანსური მაქინაციები არის ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება და მტერი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. ეს უნდა იყოს ასევე ნათელი გზავნილი მომავალში, რომ რეფორმა არის წარმატებული და ჩვენ გვაქვს ყველა ბერკეტი და მექანიზმი, რომ გამოვავლინოთ ასეთი ტიპის დანაშაული”, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

უმრავლესობის წევრის თქმით, ხელისუფლების მიერ გატარებული დღგ-ს დაბრუნების რეფორმა უმნიშვნელოვანესია ქვეყნის განვითარებისათვის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.

„ამ რეფორმამ ბიზნესი უფრო მოქნილი გახადა, ბიზნესს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს გააფართოვოს თავისი არეალი. ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენ ვხედავთ, რომ გარკვეული კრიმინალები ცდილობენ გვერდი აუარონ რეფორმას და სახელმწიფოს ზარალი მიაყენონ. ხელისუფლებამ გამოავლინა კრიმინალური სქემა და 100 მილიონიანი ზარალის პრევენცია მოხდა. ამის მიუხედავად ბიუჯეტს მაინც მიადგა 80 მილიონიანი ზარალი, რაც ძალიან დიდი დანაშაულია” - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა