ჰონგ-კონგის აეროპორტმა მუშაობა განაახლა

ჰონგ-კონგის აეროპორტმა წუხანდელი მძიმე ღამის შემდეგ მუშაობა განაახლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აეროპორტში დაახლოებით 30 დემონსტრანტი მთელ ღამეს დარჩა. შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა კი აეროპორტი სისხლისა და ნარჩენებისგან გაწმინდეს.

სამართალდამცავებმა განაცხადეს, რომ „მომიტინგეების ძალადობრივ ქმედებებს გმობენ.“ მათი ინფორმაციით, დემონსტრანტების დიდი ჯგუფი თავს დაესხა ტურისტსა და ჟურნალისტს. ზოგიერთი მომიტინგე აცხადებს, რომ ერთ-ერთი მათგანი „გადაცმული ჩინელი აგენტი იყო, მეორე კი - გაზეთ China’s Global Times-ის რეპორტიორი.“

პოლიციის ინფორმაციით, წუხანდელი შეტაკების დროს 5 ადამიანი დააკავეს. საერთო ჯამში, კი დაკავებულთა რაოდენობა ივნისიდან დღემდე 600-ზე მეტია.

ჰონგ-კონგის აეროპორტში, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ დატვირთულ აეროპორტად ითვლება, ბოლო 2 დღის განმავლობაში ათასობით ავიარეისი გაუქმდა. წუხელ აეროპორტში პოლიციასა დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. სპეცდანიშნულების რაზმმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ხელკეტები და წიწაკის სპრეი გამოიყენა.

იხილეთ ვიდეო: ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა განაახლა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა