„რიყე-ნარიყალას“ საბაგირო მგზავრებს 11:00 საათიდან 16:00 საათამდე ვერ მოემსახურება

დღეს თბილისის საბაგირო მგზავრებს რამდენიმე საათით ვერ მოემსახურება. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ "თელასის" გეგმური სამუშაოების გამო "რიყე-ნარიყალას" საბაგირო გზას დროებით შეუწყდება ენერგომომარაგება, რის გამოც საბაგირო გზა 11:00-დან 16:00 საათამდე ვერ მოემსახურება მგზავრებს. ბოდიშს გიხდით დისკომფორტისათვის“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს