„თბილისი ჰილსი“ - თბილისში Bocuse d'Or-ის გამარჯვებული შეფის რესტორანი გაიხსნა

Tbilisi Hills Golf and Residences-ის ტერიტორიაზე რესტორანი გაიხსნა, რომლის ტერასაც გოლფის მოედანს გადაჰყურებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თბილისი ჰილსიდან“ აცნობეს, რესტორანი, რომლის შეფიც ვლადისლავ ჯაცუკია, საუკეთესო ადგილია არაჩვეულებრივი კერძების დასაგემოვნებლად.

მათივე ინფორმაციით, Estonia Bocuse d’Or-ის ფინალისტის პროფესიული გამოცდილება 10 წელზე მეტს ითვლის. ის რამდენჯერმე დასახელდა ესტონეთის საუკეთესო შეფად და წლების განმავლობაში ყველაზე ცნობილ რესტორნებთან თანამშრომლობდა.

„გამოცდილების გასაზიარებლად შეფ ვლადისლავი საქართველოს კულინარიის ფედერაციის პრეზიდენტს, საქართველოს Bocuse d’Or-ის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილსა და “გასტრონავტის” რესტორატორსა და პროექტის მენეჯერს ლევან ქოქიაშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე ნაციონალური სამზარეულოს თავისებურებებზე ისაუბრეს. შეფ ვლადისლავმა ქართველ კოლეგებს საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარა, რადგან შეფ-მზარეულების მსოფლიო ჩემპიონატი Bocuse d’Or წელს საქართველოში პირველად ტარდება. ვლადისლავი 2008 წლის ესტონური Bocuse d’Or -ის ფინალისტი და ახლა უკვე ჩემპიონატის პრეზიდენტია.

კონკურსის შესარჩევი ეტაპი უკვე დაწყებულია, კონკურსის გამარჯვებულები 2020 წელს, Bocuse d’Or -ის ევროპის ჩემპიონატზე, ესტონეთში გაემგზავრებიან. საქართველოში პროექტის ორგანიზატორი კომპანია “გასტრონავტია”.

შეფებმა შეხვედრაზე მომავალი თანამშრომლობის დეტალებზეც ისაუბრეს. ოქტომბერში მათი მონაწილეობით იგეგმება გალა ვახშამი, რომელიც კულინარიის ნამდვილი დღესასწაული იქნება. შეფების კოლაბორაცია ქართულ-ესტონური მეგობრობის კიდევ ერთი მტკიცებულებაა“, - - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა