ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამით სიღნაღის მუნიციპალიტეტში 11 097 ბენეფიციარი ისარგებლებს

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამით სიღნაღის მუნიციპალიტეტში 11 097 ბენეფიციარი ისარგებლებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სიღნაღის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, მერის წარმომადგენლები და მაჟორიტარი დეპუტატები მოსახლეობას ხვდებიან და აღნიშნული პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდიან.

„მედიკამენტების შესაძენად მოსახლეობის დანახარჯების შემცირების მიზნით, საქართველოს მთავრობამ აამოქმედა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ექვსი ქრონიკული დაავადების სამკურნალო 35 მედიკამენტის დაფინანსებას ითვლისწინებს.

პროგრამის მიზანია გაიზარდოს მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა და მოსახლეობამ იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე ფინანსური ბარიერების გარეშე,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა