ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, დეპუტატ ლევან კობერიძის მიერ  გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, საქართველოს პარლამენტის წევრის, ლევან კობერიძის მიერ სოციალური ქსელის Facebook მეშვეობით გავრცელებული კომენტარი სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.

„გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 29 ივლისს ლევან კობერიძემ სამინისტროსგან გამოითხოვა ინფორმაცია ტურიზმის სფეროში კერძო სექტორის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით მიმდინარე წელს დაგეგმილი ძირითადი მიმართულებებისა და ღონისძიებების შესახებ. სადეპუტატო შეკითხვა შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეგზავნა სამინისტროს სტრუქტურაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებმაც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მოამზადეს სათანადო ინფორმაცია. ლევან კობერიძემ სამინისტროდან მიიღო როგორც სრულყოფილი ინფორმაცია ტურიზმის სფეროში კერძო სექტორის მხარდაჭერის ძირითადი მიმართულებების შესახებ, ასევე დამატებით მას გადაეგზავნა პასუხი სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სააგენტოდან.

სამწუხაროდ, ლევან კობერიძის მიერ საზოგადოებისთვის მიწოდებული ინფორმაცია არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა და დამახინჯებულად წარმოაჩენს სამინისტროს ანტიკრიზისულ გეგმას, რომელიც კონკრეტულად მიზნად ისახავს: მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საკრედიტო - საგარანტიო მექანიზმის ამოქმედებას, კერძო სექტორისთვის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებისა და ღონისძიებების, ახალი მექანიზმების განვითარებასა და პროექტების განხორციელებას, მათ შორის მცირე და საშუალო სასტუმროებისთვის სესხის პროცენტის თანადაფინსებას, ასევე ტურისტული პროდუქტებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობას. სამინისტრო სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მეშვეობით ასევე განახორციელებს მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამას.

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას, სურვილის შემთხვევაში, ყურადღებით გაეცნოს ლევან კობერიძის შემხვედრ, განსხვავებულ ხედვებს და რეკომენდაციებს ტურიზმის სექტორში 20 ივნისის მოვლენების შედეგად შექმნილი კრიზისული ვითარების დასაძლევად.

საზოგადოებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, დამატებით შეგიძლიათ იხილოთ ლევან კობერიძისთვის გაგზავნილი სრული პასუხის ბმული საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://info.parliament.ge/file/1/MpQuestionContent/5519 “, - აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგარი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა