რატი იონათამიშვილი - რა სახის ბიზნესიც არ უნდა იყოს, აუცილებელია, რომ გადასახადების კეთილსინდისიერი გადახდა ხდებოდეს

მივესალმები საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის დღევანდელ განცხადებას, რომელიც მოწოდებულია იმისკენ, რომ ერთი მხრივ, გადადგას შემხვედრი ნაბიჯები, რათა მოხდეს ვალების რესტრუქტურიზაცია და მეორე მხრივ, იყოს იმის მკაფიო სიგნალი, რომ ყველა თანასწორია კანონის წინაშე და გადასახადის გადახდის ვალდებულება ყველას თანაბრად გააჩნია, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი ტელეკომპანიების დავალიანებასთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

საქართველოს პარლამენტის პრესამსახურის ცნობით, მანვე აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, არსებობდეს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა, ერთი მხრივ, რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ მოხდეს ვალების გასტუმრება და მეორე მხრივ, შეიქმნას იმის პრევენცია, რომ მომავალში დავალიანება აღარ გროვდებოდეს.

„პრაქტიკამ, რომელიც ამნისტიას ეფუძნებოდა, ცხადყო, რომ ამით რეალურად პრობლემის გადაჭრა არ მომხდარა, რადგან ყოველი ამნისტიის შემდეგ სხვადასხვა მედიამაუწყებელს დავალიანება ისევ უგროვდებოდა სახელმწიფოს ბიუჯეტის მიმართ. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გადასახადების გადახდა არის ჩვენი ვალდებულება არა რომელიმე კონკრეტული ხელისუფლების, არამედ ჩვენი მოქალაქეების მიმართ, რაც საბოლოო ჯამში განსაზღვრავს ჩვენს საერთო დოვლათს. აქედან გამომდინარე, რა სახის ბიზნესიც არ უნდა იყოს, აუცილებელია, რომ გადასახადების კეთილსინდისიერი გადახდა ხდებოდეს“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა