ნიკა გვარამიამ გირაოს გადახდაზე უარი ოფიციალურად თქვა

ნიკა გვარამიამ გირაოს გადახდაზე უარი ოფიციალურად თქვა. მან აღნიშნა, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს და თუ მისი ბრალი ამის გამო დამძიმდება, ამაში პრობლემას ვერ ხედავს. „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა და მისმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა პროკურატურა ცოტა ხნის წინ დატოვეს.

„გირაოს უნიკალური კოდის გადმოცემის პროცედურა იყო, შეგნებულად არც ჩამიხედავს ამ დოკუმენტში და მით უმეტეს, არც ჩამიბარებია. ანუ, მე ეს უნიკალური კოდი არ ვიცი, იცის მხოლოდ ამ უწყებამ და ამიერიდან თუ ვინმემ რამე შეიტანა ჩემს ანგარიშზე, არის მხოლოდ ამ უწყების დამსახურება, მხოლოდ მათ შეიძლება გათქვან ეს უნიკალური კოდი, ამ ინფორმაციას მე არ ვფლობ. გირაოს გადახდას არ ვაპირებ, გამაფრთხილეს, რომ შეიძლება, ჩემი პასუხისმგებლობა ამის გამო დამძიმდეს. დამძიმდეს, მე ვერ ვხედავ პრობლემას, იმთავითვე ვთქვი, რომ ამისთვის მზად ვარ. თუ იმ ღონისძიებას მომისჯიან, რომელიც იძულებას გულისხმობს, ანუ აღკვეთას, მე დავემორჩილები, გიჟი ხომ არ ვარ, სახელმწიფოა და კი ბატონო, აღმიკვეთონ თავისუფლება“, - განაცხადა გვარამიამ.

ასევე, ის გამოეხმაურა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც სასამართლომ გვარამიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის სააპელაციო საჩივარი, გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო, დაუშვებლად ცნო.

„ამას ჩვენ ვაგროვებთ იმისთვის, რომ მერე გვქონდეს საქმე შეკრული თავიდან ბოლომდე. სააპელაციო სასამართლოსთან დაკავშირებით არავითარი ილუზია არ მქონდა, რომ ის განიხილავდა ამ საქმეს. ეს მასალები იქნება და შეადგენს ჩემი პოლიტპატიმრობის საქმეს“, - აღნიშნა „რუსთავი 2“-ის ყოფილმა დირექტორმა.

თორნიკე შარაშენიძე  - „ოცნებას“ სურს ხელისუფლებაში მესამე ვადითაც დარჩენა და ამისთვის სიტუაციას ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2019
მიხეილ უკლება - ანაკლიის პროექტის განსახორციელებლად დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ დაბალანსდება შავი ზღვის რეგიონში გლობალური და რეგიონალური მოთამაშეების ინტერესები
კომპანიამ Aviabiletebi.org მობილური აპლიკაცია ანდროიდის სისტემაზეც განაახლა
SS.ge-ში გუგლის სერვისების ინტეგრაცია მოხდა
Cushman and Wakefield Georgia-ს კვლევის მიხედვით "გალერია თბილისი" თბილისის საუკეთესო სავაჭრო ცენტრად დასახელდა
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Ratings-მა სს „ნიკორას“  BB- რეიტინგი მიანიჭა, სს „ნიკორა ტრეიდს“ B+ რეიტინგი დაუდასტურა