გიორგი მიქაუტაძის შეფასებით, ორმაგი სტანდარტია საბჭოს არამოსამართლე წევრების სურვილი, თანამდებობებზე გამწესებამდე ირაკლი შენგელიასა და მიხეილ ჩინჩალაძეს გასაუბრებოდნენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის შეფასებით, ორმაგი სტანდარტია საბჭოს არამოსამართლე წევრების სურვილი, გასაუბრებოდნენ ირაკლი შენგელიასა და მიხეილ ჩინჩალაძეს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილისა და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარის თანამდებობებზე გამწესებამდე.

„ეს არის ორმაგი სტანდარტი, ტიპური და კლასიკური, რომელიც არაერთხელ შეგვხვედრია ჩვენი არამოსამართლე წევრების მხრიდან. გეტყვით, რომ ამის პრაქტიკა არ არსებობს. სულ ცოტა ხნის წინ გვქონდა 2 სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის შესახებ საკითხი დღის წესრიგში და არც ერთ მათგანთან მიმართებით ანალოგიური მოთხოვნა მათი მხრიდან დაყენებული არ ყოფილა. ზოგადად, როცა მხოლოდ 1 კანდიდატია და არანაირ კონკურენციას არ აქვს ადგილი, ვფიქრობ, ყოველგვარ შინაარსს მოკლებულია ასეთი სპეკულაციები, პროცესის გაჭიანურებისა და შოუს მოწყობის მიზნით ამ კანდიდატების დაბარება გასაუბრებაზე. მით უმეტეს, ბატონი მიხეილი სააპელაციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარეა და უნდა შეითავსოს ერთ-ერთი პალატის თავმჯდომარეობა, რაც აბსოლუტურად მისაღები და გასაგებია ჩემთვის“, - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

ამასთან, მან ჟურნალისტებთან საუბრისას შეაფასა ირაკლი შენგელიას ფრაზა, რომ ნაზი ჯანეზაშვილი "ჩინჩალაძეს უნდა უმადლოდეს საბჭოს წევრი, რომ არის". გიორგი მიქაუტაძის განმარტებით, ამით ირაკლი შენგელია ალბათ გულისხმობდა იმას, რომ ნაზი ჯანეზაშვილი საკუთარი საქმიანობის წარმოჩენას ცდილობს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სასამართლოს თავმჯდომარის კრიტიკით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა