ჯანდაცვის მინისტრი სოციალურ პარტნიორებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სოციალურ პარტნიორებს შეხვდა. ჯანდაცვის მინისტრმა თავის გამოსვლაში შრომის უსაფრთხოებასა და შრომით უფლებებზე გაამახვილა ყურადღება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, განიხილეს გამოწვევები, რომლის წინაშეც დამსაქმებლები და დასაქმებულები დგნან.

მათ ასევე იმსჯელეს უბედური შემთხვევების სავალდებულო დაზღვევის უფრო ეფექტიანად მუშაობის მექანიზმებზე. ასევე, დეტალურად განიხილეს ცვლილებები, რომელიც 1-ელი სექტემბრიდან შედის ძალაში. ყველა ეკონომიკური საქმიანობის მწარმოებელ კომპანიას შრომის უსაფრთხოების მენეჯერის დაქირავების ვალდებულება უჩნდება.

სოციალური დიალოგის ფორმატში გამართულ შეხვედრას დამსაქმებელთა ასოციაციის ხელმძღვენელი ელგუჯა მელაძე, პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და 100-მდე მსხვილი დამსაქმებელი ესწრებოდა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა