ეროვნული ბანკი ახალი სათაო ოფისის მშენებლობას გეგმავს, რომლის ბიუჯეტი, სავარაუდოდ, 50 მილიონი ლარი იქნება

საქართველოს ეროვნული ბანკი ახალი სათაო ოფისის მშენებლობას გეგმავს. ინფორმაცია სებ-ის მიერ ახალი სათაო ოფისის პროექტირების პროცესისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვის ბაზრის კველვის გამოცხადების შესახებ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სებ-ის მიერ გამოქვეყნებული ტექნიკური დავალების თანახმად, ეროვნული ბანკის ახალი სათაო ოფისის მშენებლობის სავარაუდო ბიუჯეტი 50 მილიონ ლარს შეადგენს. A კლასის ახალი სათაო ოფისის შენობის სამშენებლო ფართი კი დაახლოებით 17 000 მ2-ია . ტექნიკური დავალების თანახმად, მომსახურეობის გაწევის სავარაუდო ვადაა 38-44 თვე, მათ შორის: პროექტირების ეტაპი - 6 თვე; სამშენებლო სამუშაოების განმახორციელებელი კონტრაქტორის შერჩევის (ტენდერი) ეტაპი - 2 თვე; მშენებლობის ეტაპი - სავარაუდოდ 30-36 თვე. წინადადებების წარმოდგენის საბოლოო ვადა 2019 წლის 16 აგვისტოა. ცნობისთვის, ამჟამად საქართველოს ეროვნული ბანკის ოფისი სანაპიროს ქუჩაზე, იუსტიციის სახლის შენობაშია განთავსებული.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია