სურსათის სააგენტო  დამატებით ლაბორატორიულ  კვლევებს ჩაატარებს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც 6 დასახელების სურსათში აკრძალული  საღებავების გამოყენებას ეხება

სურსათის ეროვნული სააგენტო სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ გავრცელებული კვლევის შედეგებთან დაკავშირებით, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციო ქსელში გავრცელებულ 6 დასახელების სურსათში აკრძალული სინთეზური საღებავების გამოყენებას ეხება, გადამოწმების მიზნით, დამატებით ლაბორატორიულ კვლევებს ჩაატარებს.

„სურსათის ეროვნული სააგენტო სარეალიზაციო ბაზრის კონტროლს აქტიურად ახორციელებს. გატარებული ღონისძიებების შედეგად, წითელ წიწაკაში (ძირითადად იმპორტირებული) გამოვლინდა აკრძალული საღებავების შემცველობის არაერთი ფაქტი, რაზეც სააგენტომ განახორციელა შესაბამისი რეაგირება - პროდუქციის ბაზრიდან ამოღება და განადგურება. სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს, დაგეგმილია სურსათში აკრძალული სინთეზურ საღებავების ლაბორატორიული კვლევის მიზნით ნიმუშების აღება. ნიმუშების კვლევა ლატვიის რესპუბლიკაში, „ბიორის“ ლაბორატორიაში ჩატარდება. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სუნელებში აკრძალული ნივთიერებასთან „სუდანი-1“ დაკავშირებით, მოკვლევა ჯერ კიდევ 2017 წლიდან დაიწყო. 2018 წელს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად ჩატარდა კონკრეტული ღონისძიებები ბაზრიდან მავნე პროდუქციის ამოღებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხზე მოხდა საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებაც. ამასთან, ჩატარებული მოკვლევისა და ევროპის სწრაფი განგაშის სისტემით მიღებული შეტყობინების საფუძველზე, სააგენტოს მიერ განხორციელდა სახელმწიფო კონტროლი საწარმოებში, ბიზნესოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი, დაეკისრა საჯარიმო სანქციები, მოხდა პროდუქციის ბაზრიდან ამოღება და განადგურება“, - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

შეგახსენებ, რომ საქართველოს “სტატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად, 42 დასახელების პროდუქტიდან 6-ში არასაკვები საღებავი აღმოჩნდა.

ორგანიზაციის მიერ შემოწმდა თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეძენილი 42 დასახელების ტყემლის, პომიდვრის საწებლის, აჯიკისა და წითელი წიწაკის (დაფქვილი) ნიმუშები, რომელიც გერმანიის ლაბორატორიაში არასაკვები საღებავების ჯგუფის (12 საღებავი) შემცველობაზე შესამოწმებლად გაიგზავნა.

იმ პროდუქტების ჩამონათვალი, სადაც არასაკვები საღებავი აღმოჩნდა შემდეგია: შპს „გსქ კულა“ -ტყემალი წითელი, კლასიკური;შპს მარნეულის სასურსათო ქარხანა - ტრადიციული წითელი ტყემალი;შპს „ფუდსერვისი“ ტომატის საწებელი Supremo;შპს „ეს“ - ეს აჯიკა;შპს Soledo - ჩილი სოუსი ცხარე;თეთნულდი - მშრალი აჯიკა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე