ლევან ხაბეიშვილი - ფეკალიებით სავსე ჭაობია თბილისის ზღვასთან სამ მეტრში, რომელიც ზღვაში ჩადის

ფეკალიებით სავსე ჭაობია თბილისის ზღვასთან სამ მეტრში, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია ზღვასთან და ეს ფეკალიები შედის ზღვაში, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, თბილისის ზღვაში ფეკალიების ჩადინება გამოიწვევს არა მხოლოდ ეკოლოგიურ კარასტროფას, არამედ ეპიდემიასაც.

„თბილისის ზღვა არის წყალმომარაგების სისტემა და თბილისის ნაწილი მარაგდება იქიდან. ამიტომ დღეს, როგორც გარემოს დაცვის კომისიაზე დავაყენებ ამ საკითხს, ასევე დილიდან მოვუწოდებ დედაქალაქის მერს, რომ შესაბამისი სამსახურები გაუშვან, სასწრაფოდ აიღონ სინჯები და ნახონ, რა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს თბილისელებისთვის ის, რა კატასტროფაც თბილისის ზღვაზე ხდება. ეკოლოგიური კატასტროფის გარდა ეს არის ეპიდემიის პირდაპირი კერა, ფეკალიებით სავსე ჭაობია თბილისის ზღვასთან სამ მეტრში, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია თბილისის ზღვასთან და ეს ფეკალიები შედის ზღვაში. ამიტომ აუცილებლად მოვითხოვთ, რომ მოხდეს სწრაფი რეაგირება”,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა