მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესზე ზაზა სარალიძის დაკითხვა გადაიდო

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესზე დაზარალებული ზაზა სარალიძის დაკითხვა გადაიდო.

როგორც ზაზა სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქმეში ახალი ადვოკატი ჩაერთო, რომელმაც დააყენა შუამდგომლობა დაკითხვის გადადების თაობაზე. ლონდარიძის თქმით, ახალი ადვოკატი თავის შუამდგომლობას იმით ასაბუთებს, რომ მას ზაზა სარალიძის დასაკითხად მოსამზადებლად დრო სჭირდება.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე არ დაიკითხება დაზარალებული მხარე, ზაზა სარალიძე გამომდინარე იქიდან, რომ შეიცვალა ადვოკატთა შემადგენლობა, საქმეში ჩაერთო ახალი ადვოკატი, რომელიც შუამდგომლობს, რომ მას დაზარალებული მხარის დაკითხვისთვის მომზადება სჭირდება. გამომდინარე იქიდან, რომ ის არ იცნობს საქმის მასალებს და მომზადება სჭირდება. მას წინააღმდეგობა არ გამოუთქვამს სხვა მოწმეები დაკითხულიყო, მხოლოდ მოითხოვა, რომ არ დაკითხულიყო ზაზა სარალიძე. ჩვენთვის ცნობილია, სხვა ადვოკატები შესაძლოა ჩამოსცილდნენ საქმეს, ამაზე ალბათ, თავად გააკეთებენ განცხადებას, თუმცა, მინდა ერთ გარემოებას გავუსვა ხაზი, რომ ადვოკატების ასეთი ცვლილება არ ემსახურებოდეს საქმის გაჭიანურებას და საქმის მიმდინარეობას არ შეუშალოს ხელი. რა თქმა უნდა, გაჩნდა ეჭვი, თუმცა, ამას მიმდინარე პროცესები გვიჩვენებს. ჩვენ მზად ვართ, უახლოეს პერიოდში, პირველივე სასამართლო პროცესზე მოხდეს ზაზა სარალიძის დაკითხვა. არგუმენტი, რის გამო იცვლებიან ადვოკატები, ჩვენთვის უცნობია, გამოდინარე იქედან, რომ ჩვენ არ ვიმყოფებოდით დარბაზში. სანამ არ დაიკითხება დაზარალებული, მას არ აქვს უფლება სასამართლო დარბაზში იყოს. მიზეზი, ცვლილებები რატომ ხდება ჩვენთვის უცნობია. რამდენადაც ვიცი, ახალი ერთი ადვოკატი ჩაერთო საქმეში, დანარჩენი ადვოკატები გავლენ საქმიდან",- განაცხადა ლონდარიძემ.

ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი დღეს მოწმეების დაკითხვით გრძელდება. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ წინა სასამართლო პროცესზე ორი მოწმე- სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ექიმები დაკითხეს. სულ დასაკითხ პირთა სიაში 150-მდე პირია.

მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა