კახა წიქარიშვილი - მოსამართლეობის კანდიდატთა 20-კაციანი სია იქნება "ქართული ოცნებისა" და "კლანის" გარიგების შედეგი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 20-კაციანი სია იქნება "ქართული ოცნებისა" და "კლანის" გარიგების შედეგი", - ამის შესახებ "დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის" წარმომადგენელმა, კახა წიქარიშვილმა განაცხადა.

ის იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან საბჭოს არამოსამართლე წევრების, ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის ბრიფინგს გამოეხმაურა, რომელიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებებს ეხებოდა.

"ჩვენ, "დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი" დიდი ხანია ვაპროტესტებთ ამ პროცესს. ჩვენ ვთვლით, რომ ჩინჩალაძეს არ შეუძლია შექმნას დამოუკიდებელი სასამართლო, ეს ძალიან მარტივია, უბრალოდ, ის ვერ შეძლებს დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნას თავისი წარსულისა და აწმყოს გამო. ეს არ იყო რეალურად კონკურსი, რადგან მასში მონაწილეობა არ მიიღო საქართველოს იურისტების საუკეთესო ნაწილმა, რადგან 50 კაცის შერჩევა მოხდა ძალიან კარგად მოფიქრებული სქემით, რომელიც ბევრჯერ იქნა გაშიფრული საზოგადოების წინაშე. ეს არ იყო რეალურად კონკურსი, რადგან წინასწარაა შეთანხმებული ის ხალხი, ვინც იქნება 20-კაციან სიაში. შეგვიძლია, დანამდვილებით ვთქვათ, რომ ამ სიაში დაახლოებით 15 კაცი "კლანის" წევრი და "კლანთან" აფირილებული ადამიანი იქნება. ანუ, ეს სია იქნება "ქართული ოცნებისა" და "კლანის" გარიგების შედეგი. დაახლოებით, 13-14 წევრი იქნება "კლანის" წარმომადგენლები ან მათი მეგობრები, დანარჩენი, დაახლოებით 3 კაცი "ქართული ოცნების" მიერ ნომინირებული კანდიდატი იქნება და შესაძლოა, 2 ან 3 კანდიდატი იყოს დამოუკიდებელი, ოღონდ ისეთი, რომელსაც არ შეუძლია, ხმა ამოიღოს სასამართლოს შიგნით და გააპროტესტოს არსებული ვითარება. დამოუკიდებელი არ ნიშნავს იმას, რომ მას შეეძლება, სასამართლოს შიგნით რაიმე ამინდი შექმნას, აი, ეს არის მთავარი", - განაცხადა წიქარიშვილმა.

მანვე კითხვაზე, შეუძლია თუ არა, დაასახელოს კონკრეტული გვარები, რამდენიმე ადამიანის ვინაობა ჩამოთვალა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი