ბექა ოდიშარია სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია, კომიტეტთან არსებულ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან შეხვედრებს აგრძელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, კომიტეტის თავმჯდომარემ დღეს სამუშაო შეხვედრა სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელთან მამუკა არეშიძესთან, კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსთან ალექსანდრე რუსეცკისთან და საერთაშორისო ფონდი „დიასპორათა ცენტრი საქართველოში“ თავმჯდომარის მოადგილესთან ნინო ცხოიძესთან გამართა.

შეხვედრაზე ითქვა, რომ კავკასია, და კერძოდ საქართველო, ისტორიულად, რელიგიური ტოლერანტობის უნიკალურ სივრცეს წარმოადგენდა. ამასთან, აღინიშნა, რომ ეს ტრადიცია კავკასიელი ხალხების ერთობლივი ძალისხმევით მომავალშიც უნდა შენარჩუნდეს და წარმატებით გაგრძელდეს.

შეხვედრისას, საუბარი შეეხო, დიასპორული პოლიტიკის პრიორიტეტებსა და ამოცანებსაც. დაიგეგმა, სახელმწიფო ინსტიტუტების აქტიური მხარდაჭერითა და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების ჩართულობით სხვადასხვა პროექტის განხორციელება.

„კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ მადლობა გადაუხადა სტუმრებს შეხვედრაზე მობრძანებისათვის და აღნიშნა, რომ სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა