ECHOWAVES 2019-ის ყოველდღიური ბილეთების გაყიდვა დაიწყო

ფესტივალ Echowaves-ის შემსრულებლების სრული ჩამონათვალი უკვე მთლიანად ცნობილია. ორგანიზატორების ინფორმაციით, ასევე გაყიდვაშია ყოველდღიური ბილეთებიც.

ფესტივალის 1 დღის ბილეთის ღირებულება 22 აგვისტოს 50 ლარს შეადგენს, ხოლო 23 - 25 აგვისტოს - 60 ლარს.

ადგილზე ყოველდღიური ბილეთების ღირებულება 22 აგვისტოს - 70 ლარი, 23-25 აგვისტოს ჩათვლით კი, 80 ლარი იქნება.

„ფესტივალის მულტიპასის ღირებულება დღეისათვის 170 ლარს შეადგენს და მისი შეძენა შესაძლებელია ლინკზე: http://bit.ly/EchowavesTickets'' - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფესტივალი ECHOWAVES ანაკლიის სანაპიროზე წელს უკვე მეორედ იმართება და მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რეგიონის ეკონომიკური განვითარება და ტურისტებისთვის მიმზიდველი ღონისძიების ჩატარებაა.

წელს ფესტივალზე სულ 8 სცენა იმუშავებს:

WAVE STAGE – ფესტივალის მთავარი სცენა - ჰაუსი, ტექ-ჰაუსი, ტექნო და ცოცხალი შესრულებები;

TAIYO STAGE – ჰაუს მუსიკის სცენა; BOX STAGE – ტექნო მუსიკის სცენა; OCTAGON STAGE - ტექ-ჰაუსისა და მელოდიური ტექნოს სცენა; ZION SUN SETS STAGE – ცოცხალი მუსიკისა და ჩილაუთ მუსიკის სცენა; BEATS, RHYMES & LIFE STAGE – ჰიპ-ჰოპის, ფანკისა და რეგის სცენა; ISLAND STAGE – After party სცენა, ფესტივალის ტერიტორიის გარეთ, კუნძულზე; TREEBAL STAGE – ფსიქოდელიური ტრანსის სცენა.

გასულ წელს ანაკლიას ფესტივალის ფარგლებში, 70-მდე ქვეყნიდან ეწვივნენ სტუმრები ხოლო საერთაშორისო მედიაში 27 000 000-ზე მეტმა ადამიანმა შეიტყო საქართველოსა და ფესტივალის შესახებ.

Echowaves , 2014 და 2018 წლების ევროპის საუკეთესო ფესტივალის ტიტულის მქონე EXIT-ის მხარდაჭერით ტარდება. საქართველოში მას CHECK IN GEORGIA წარმოადგენს.

მუსიკის გარდა ფესტივალი სპორტს, ფიზიკურ აქტივობებს და სხვა თეატრალურ, კულტურულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს მოიცავს.

რაც შეეხება LINE UP-ს, 22-25 აგვისტოს ანაკლიაში სტუმრების წინაშე შემდეგი არტისტები წარსდგებიან:

NINA KRAVIZ / BEN KLOCK / CLAPTONE / RODHAD / ADRIATIQUE

DJ TENNIS / KiNK live / DAX J / RED AXES / HVOB live/clubset / JOHN TALABOT

GIORGIA ANGIULI live / BOSTON 168 / TOMMY FOUR SEVEN / PLAID live

ALICAN / ANDREY PUSHKAREV / ARCHIE HAMILTON / ARMEN MIRAN / ATMOS / BORIS /

BAHRAMJI & MEDUSA ODYSSEY live / EELKE KLEIJN / ETAPP KYLE / LEHAR / MATHAME / MURAT UNCUOGLU / MUSUMECI / NICK WARREN / NU / 박혜진 / PARK HYE JIN /

PETRE INSPIRESCU / ROSSKO / ROY ROSENFELD / RYAN ELLIOTT / SAMA' /

SHDW & OBSCURE SHAPE / STOJCHE / TICON / TIJANA T / TOM TRAGO /

VALENTINO KANZYANI / VRIL live / YOKOO

ACIDWAVE / ADDITIVV / ANNA SUE / ANUSHKA CHKEIDZE live / ASPITH / AUDIO SPACE / BACHO / BERO / BREATHDUB / BUNBECK / CESTLEK / CHVARE / DARIA ZET / DEKA / DIMITREE / DJ FLIP /

DJ GOCE / DJ SUSPECT / DJ TURNE / DM3 / DOCUMENTAL / ELLARGE / ENDORPHINS /

FUNICULAR live / GEORGE EFFE / GIO SHENGELIA / GROTASK / IAI live / INFEST /

IKA (FUTURE FUNKTION) / JD J / JERONIMO & KAZZY JAZZ / KANCHELI / KASSRA / KATANA / KVANCHI / L8 live / LASHA GURULI / MANOAH aka MARCUSS / MARCUSS / MASTERKNOT live /

MODULAR SYNTH AFFECTION / MOZZY / NANCY MOVS / NDRX / NOXIRON /

OBJECTOR TRAX & LILITH / OBRI & ZEN / OOGWAY / ORIM / RAMJIN / REM PERRY / REZO GLONTI live / SIDARTHA SILICEO & ANIA live / SINOPTIK MUSIC live / SPACEJAM 92 live & dj set /

ST ATIVA live / STIMMHALT / SUMO / TADE / TAZTHROB live / TEOM / TM & MUSH ONE & I.G.O. / TOMMA / TORNIKE / VAKHO / VAKO T / WILL GATES / ZAPA / ZEMOD / ZITTO / ZURKIN

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა