„როიტერსი“ - სირიაში ავიაიერიშებს ბოლო ორ დღეში ოცზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის, უმეტესობა ბავშვია

ბოლო ორი დღის მანძილზე ჩრდილო -დასავლეთ სირიაზე განხორციელებული ავიაიერიშების შედეგად ოცზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და მათ შორის, უმეტესობა ბავშვია, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ სირიის ადამიანის უფლებების სადამკვირვებლო ორგანიზაციასა და ადგილობრივ აქტივისტებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დღეს დილით სოფელ დეირში განხორციელებულმა ავიადარტყმამ 11 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის უმეტესობა ბავშვია. ავიაიერიშები განხორციელდა გუშინ სოფელ ალ-ჰაასშიც, რის შედეგადაც 11 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ფეხმძიმე ქალი, დაიღუპა.

ადამიანის უფლებების სადამკვირვებლო ორგანიზაციის დირექტორის, რამი აბდულრაჰმანის განცხადებით, ხელისუფლების მიზანია მოქალაქეები აიძულოს, შედარებით მშვიდობიანი ტერიტორიებიდან გაიქცნენ.

შეგახსენებთ, რომ გაერო-ს ჰუმანიტარულ საქმეთა საკოორდინაციო ოფისის მონაცემებით, სირიაში აპრილიდან დღემდე 500-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

რუსეთი და სირიის ხელისუფლება ირწმუნებიან, რომ მათი სამიზნე არა მშვიდობიანი მოსახლეობა, არამედ ბოევიკები არიან, მათ შორის ჯიჰადისტური დაჯგუფება “ალ-ნუსრას ფრონტი”.

პაატა ზაქარეიშვილი - რუსეთი ცხინვალის რეგიონში აქტიურობით ცდილობს აიძულოს საქართველო რაღაც ფორმით გადავიდეს მოსკოვთან დიალოგის ფორმატზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2019
მეთიუ ბრაიზა - დიდი პრობლემაა, რომ დონალდ ტრამპი ხშირად არც კი უსმენს მის მთავარ მრჩევლებს, რომლებიც ამბობენ - „ყურადღება მიაქციეთ საქართველოს“
დენიელ ფრიდი - ამერიკა არც „პროსააკაშვილურია“ და არც „პროივანიშვილური“, ჩვენ საქართველოს მხარეს ვართ
სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ გრანდიოზულ წამახალისებელ გათამაშებას იწყებს
გალფი ტურისტული ზონების დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს