ქაბულში ქორწილისას მომხდარ ტერაქტს 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ქაბულში, ერთ-ერთ ქორწილში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული ტერაქტის შედეგად, 63 ადამიანი დაიღუპა და 180 დაშავდა. ამის შესახებ ავღანეთის შსს იუწყება.

მათი ინფორმაციით, წვეულებაზე ათასამდე სტუმარი იმყოფებოდა. პოლიცია ადასტურებს, რომ ტერაქტი სწორედ თვითმკვლელმა განახორციელა, რომელმაც თავი მოზეიმეთა დიდ ჯგუფში აიფეთქა.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, წლის დასაწყისიდან, ქაბულში, ეს უკვე რიგით მეჩვიდმეტე ტერაქტია. წინა 16 ტერაქტის დროს, სულ მცირე 116 ადამიანი დაიღუპა და 700-მდე დაშავდა.

7 აგვისტოს ქაბულის დასავლეთ ნაწილში, პოლიციის განყოფილებასთან, ავტომობილის აფეთქებას 7 ადამიანი ემსხვერპლა, 145 კი დაშავდა.

იხილეთ ვიდეო: ქაბულში ქორწილში მომხდარი აფეთქების შედეგად 63 ადამიანი დაიღუპა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა