სენაკთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, არის მსხვერპლი

სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოსირთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა.არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 2 კი - დაშავდა.

ხანძარი შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა ჩააქრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის, მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.

ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" სოფელ ნოსირის რწმუნებულმა გოგა ქორიძემ განუცხადა, ერთ-ერთ მანქანაში მსხდომებმა გადმოსვლა მოასწრეს და ისინი მსუბუქად არიან დაშავებული.

"ერთმანეთს შეეჯახა ორი მანქანა. ერთი მთლიანად დაიწვა. არ ვიცით იქ რამდენი ადამიანი ისხდა. წამებში მოხდა ყველაფერი, სახანძროც მოვიდა მაგრამ მანამდე დაიფერფლა მანქანა. მეორე მანქანაში მსხდომები თავიანთი ფეხით გამოსულან, როგორც ვიცი სერიოზული არაფერი სჭირთ, მაგრამ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი", - ამბობს ქორიძე.

ადგილობრივების ინფორმაციით, ორივე მანქანა გაზზე იყო მომუშავე.

იხილეთ ვიდეო: სენაკთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, არის მსხვერპლი

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება