სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ უკანონო საექიმო საქმიანობის შემთხვევები გამოავლინა

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ 95 კლინიკა შემოწმდა. დაიწერა 38 სამართალდარღვევის ოქმი, მათ შორის უკანონო საექიმო საქმიანობისა და შეტყობინების გარეშე სამედიცინო საქმიანობის შესახებ.

როგორც სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოში აცხადებენ, სამედიცინო დაწესებულებებში კომპლექსური მონიტორინგის პროცესი გრძელდება.

„მონიტორინგი ჩატარდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, წინასწარი გაფრთხილების გარეშე. თითოეულ კლინიკაში გადამოწმდება ინფრასტრუქტურასთან, აღჭურვილობასთან, სამედიცინო პერსონალთან, ინფექციური კონტროლის ღონისძიებებთან, ხარისხის შიდა სისტემის ფუნქციონირებასთან, ასევე, სამედიცინო სერვისების მიწოდებასთან დაკავშირებული ის სპეციფიური პირობები, რაც არის სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და უსაფრთხოების საფუძველი“, - აცხადებენ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა