ჯანდაცვის მინისტრი რეგიონებში არსებული კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე რეგიონებში არსებული კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრის მთავარი აქცენტები პაციენტზე ორიენტირებული ჯანდაცვა და ხარისხიანი სამედიცინო სერვისები იყო.

ეკატერინე ტიკარაძემ სამედიცინო სექტორის ხედვები მოისმინა, როგორც პირველადი ჯანდაცვის, ასევე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განვითარების მიმართულებით. მხარეებმა იმსჯელეს სელექტიური კონტრაქტირების პირობებსა და გამოწვევებზე.

შეხევდრას 60-ზე მეტი კლინიკის წარმომადგენელი ესწრებოდა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა