პრეზიდენტის ადმინისტრაცია - დიმიტრი ლეჟავას პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობაზე დანიშვნისას მისი გამოცდილებიდან გამომდინარე ვიხელმძღვანელეთ

პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობაზე დიმიტრი ლეჟავას დანიშვნისას, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ იხელმძღვანელა მისი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე,- ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, დიმიტრი ლეჟავა აღნიშნულ თანამდებობას 2019 წლის 8 ივლისის შემდეგ იკავებს.

„დიმიტრი ლეჟავა არის საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დიმიტრი ლეჟავა 2019 წლის 8 ივლისიდან ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას. მისი დანიშვნისას პრეზიდენტის ადმინისტრაციამ იხელმძღვანელა მისი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე”, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობაზე დიმიტრი ლეჟავას დანიშვნიდან 1 თვეზე მეტი გავიდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე მისი, როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პრეზიდენტის მრჩევლის შესახებ ინფორმაცია განთავსებული არ არის.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად დიმიტრი ლეჟავა დაინიშნა. 1983-1994 წლებში დიმიტრი ლეჟავა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში მუშაობდა. 1994-1996 წლებში ის სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურში, ხოლო 1996-1998 ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში იყო დასაქმებული.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია