საბერძნეთში ვერტმფრენი ზღვაში ჩავარდა, არის მსხვერპლი

საბერძნეთში, კუნძულ პოროსთან სამგზავრო კერძო ვერტმფრენი ზღვაში ჩავარდა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ვერტმფრენი ათენის აეროპორტისკენ მიფრინავდა, რა დროსაც ვერტმფრენი ელექტროგადამცემ ხაზს წამოედო, მართვა დაკარგა და ზღვაში ჩავარდა.

არსებული ინფორმაციით, ვერტმფრენში მფრინავი და ორი მგზავრი - ქალი და ბავშვი იმყოფებოდნენ. ქალაქ გლათის მერის ცნობით, ყველა მათგანი დაიღუპა.

ამ დროისთვის ზღვაში ცხედრების ძიების სამუშაოები მიმდინარეობს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი