m3 - დეველოპმენტის ახალი განზომილება m²-სგან

„m2 უძრავი ქონებამ“, დეველოპმენტის სრულიად ინოვაციური კონცეფციის ახალი უბნის მშენებლობა დაიწყო. თანამედროვე უბნის მშენებლობა ოთხ ფაზადაა დაყოფილი. პირველი მოსახლეები გასაღებს 2021 წელს მიიღებენ, 2024 წელს კი უბანი ბოლომდე დასრულდება.

„მალე ქალაქი არსებულისგან სრულიად განსხვავებულ, ორიგინალური იდეებით ხორცშესხმულ, ინოვაციურ და 21-ე საუკუნის ურბანულ მოთხოვნებზე მორგებულ, თანამედროვე გეგმარების მქონე ახალ უბანს მიიღებს. სწორედ ასეთია m2-ის ახალი გამოწვევა, რომლის განხორციელებასაც უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში გეგმავს. გამოწვევა m3-ია - დეველოპმენტის ახალი განზომილება, საცხოვრებელი უბანი მარშალ გელოვანის გამზირზე.

ახალი უბნის ისტორიის წერა უკვე დაასრულა ამერიკულმა არქიტექტურულმა კომპანია ZGF-მა (Zimmer Gunsul Frasca Partnership), რომელიც ბაზარზე გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან ოპერირებს და მსოფლიოში სფეროს ერთ-ერთ ლიდერად მიიჩნევა, 2016 წელს ის აშშ-ს საუკეთესო არქიტექტურულ კომპანიად დაასახელეს.

ხანგრძლივი და ინტენსიური მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, ამერიკულმა კომპანიამ სპეციალურად m2-სთვის არქიტექტორთა, ურბანისტთა და დენდროლოგთა გუნდი შეკრიბა. ამერიკელი სპეციალისტებისთვის თბილისის ლანდშაფტური და ურბანული თავისებურებების უკეთესად გასაცნობად და გასარკვევად, m2-მა კიდევ ერთი, ამჯერად უკვე ადგილობრივი კომპანია House Art დაიქირავა, რომელთანაც ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებს. კოლაბორაცია წარმატებით შედგა”, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„m2 უძრავი ქონების“ წარმომადგენლის, შორენა დარჩიაშვილის განცხადებით, ამ უბანში მცხოვრებლები ბინის გარდა, მიიღებენ საერთო მოხმარების ბევრ ისეთ ობიექტს, როგორიც არის მაგალითად, სარეკრეაციო ზონა.

„მომხმარებელს ვთავაზობთ სახლს, რომელიც ბინაზე მეტია, რადგან კონკრეტული ფართობის ბინის გარდა, ჩვენი კლიენტი იღებს საერთო მოხმარების უამრავ ობიექტს, მათ შორის, კეთილმოწყობილ სარეკრეაციო ზონას ტყე-პარკის სახით. ეს არის სრულიად ინოვაციური, დეველოპმენტის ახალი ხედვა, როგორც პროდუქტის მხრივ, ასევე მომსახურების თვალსაზრისით. ამ შემთხვევაში კომპანია სცდება სამეზობლოს კონცეფციას და ქმნის ახალ განზომილებას უბნის სახით, რომელიც იდეალურად ერგება 21-ე საუკუნის აჩქარებული ქალაქის რიტმს და მის გამოწვევებს. ახალი პროექტი მომხმარებელს ბინის გარეთ, ურთიერთობებსა და კომფორტზე მორგებულ ცხოვრებას სთავაზობს, რაც მას დროისა და ენერგიის დაზოგვაში, ასევე, სოციალიზაციასა და ჯანსაღად ცხოვრებაში დაეხმარება“, - აცხადებს „m2 უძრავი ქონების“ გენერალური დირექტორის მოადგილე გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით, შორენა დარჩიაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა