იუსტიციის სახლის ის ფლიგელი, რომელშიც ამჟამად ეროვნული ბანკია განთავსებული, შესაძლოა, გაიყიდოს ან სახელმწიფოს გადაეცეს

იუსტიციის სახლის ის ფლიგელი, რომელშიც ამჟამად სებ-ის სათავო ოფისი მდებარეობს, შესაძლოა, გაიყიდოს ან სახელმწიფოს გადაეცეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეროვნულ ბანკში განუცხადეს.

„ამ ეტაპზე გადაწყვეტილება არ არის მიღებული, თუმცა შესაძლებელია მოხდეს ოფისის რეალიზაცია ან მთავრობისთვის გადაცემა,“ - აცხადებენ საქართველოს ეროვნულ ბანკში.

როგორც სებ-ში განმარტავენ, პროექტის განხორციელებას, სავარაუდოდ, 3-4 წელი დასჭირდება და მშენებლობის ძირითადი ნაწილი, შესაძლებელია, არსებული საოფისე ფართის რეალიზაციით დაიფაროს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ახალი სათავო ოფისის მშენებლობას გეგმავს. ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ახალი სათავო ოფისის პროექტირების პროცესისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვის ბაზრის კვლევის გამოცხადების შესახებ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ტექნიკური დავალების თანახმად, ეროვნული ბანკის ახალი სათავო ოფისის მშენებლობის სავარაუდო ბიუჯეტი 50 მილიონ ლარს შეადგენს. A კლასის ახალი სათავო ოფისის შენობის სამშენებლო ფართი კი დაახლოებით 17 000 კვადრატული მეტრია. ცნობისთვის, ამჟამად საქართველოს ეროვნული ბანკის ოფისი სანაპიროს ქუჩაზე, იუსტიციის სახლის შენობაშია განთავსებული.

იუსტიციის სახლის ის ფლიგელი, რომელშიც ამჟამად ეროვნული ბანკია განთავსებული, შესაძლოა, გაიყიდოს ან სახელმწიფოს გადაეცეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა