სოფელ საყავრეს ტყის ხანძრის ქრობის სამუშოებში დილიდან სამი ვერტმფრენი ჩაერთვება

სოფელ საყავრეს ტყის ხანძრის ქრობის სამუშოებში დილიდან სამი ვერტმფრენი ჩაერთვება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

„მთელი ღამის განმავლობაში სამუშაოებში ჩართული იქნება 10 სახანძრო და სამი სამაშველო მანქანა, 9 დამხმარე ტექნიკა, 170 მეხანძრე-მაშველი. გათენებისთანავე ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩაერთვება სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი. პირველადი ინფორმაციით, ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნებოდა 40 ჰექტარზე, თუმცა მეხანძრე მაშველების აქტიური მუშაობის შედეგად დადგინდა, რომ ამ დროისთვის ხანძრის ფართობი 10 ჰექტარს არ აჭარბებს. 22 აგვისტოს საღამოს 18:00 საათიდან ხანძრის ქრობის ოპერაციაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი, მათ 6 გაფრენა განახორციელეს. ადგილზე მოწყობილია საველე შტაბი , საიდანაც მიმდინარეობს ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოების კოორდინაცია. ოპერაციაში ჩართულია, როგორც შიდა ქართლის ყველა მუნიციპალიტეტის, ასევე სამცხე-ჯავახეთის და თბილისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ყველაზე უფრო საგულისხმოა, აშშ-ს ახლად დანიშნული ელჩის დუმილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ვაშინგტონი ყოყმანობს, რომელ პოლიტიკურ ძალაზე დადოს ფსონი
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2020
ხათუნა ბურკაძე - საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი დასაჩქარებელი და ბუქარესტის სამიტის თითქმის 12-წლიანი დაპირებები შესასრულებელია
"ევრონიუსის" აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ პიტერსმა ქართულ მედიას "ევრონიუს საქართველოს" მთავარი რედაქტორი წარუდგინა