ემანუელ მაკრონი ამაზონის ტროპიკულ ტყეში ხანძარზე - ჩვენი სახლი იწვის, ფილტვები, რომლებიც პლანეტის ჟანგბადის 20 პროცენტს აწარმოებენ

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამაზონის ტყის ხანძარს „საერთაშორისო კრიზისს“ უწოდებს და მიიჩნევს, რომ პრობლემა „დიდი შვიდიანის“ სამიტის დღის წესრიგის მთავარ საკითხად უნდა იქცეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

„ჩვენი სახლი იწვის. ამაზონის ტროპიკული ტყე, ფილტვები, რომლებიც ჩვენი პლანეტის ჟანგბადის 20 პროცენტს აწარმოებენ, იწვის. მოდით, ეს საგანგებო სიტუაცია პირველ რიგში განვიხილოთ,“ - წერს მაკრონი „ტვიტერზე.“

ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარომ მაკრონის ინიციატივას ბრალდებით უპასუხა და განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხს საფრანგეთის პრეზიდენტი პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად იყენებს.

შეგახსენებთ, რომ კოსმოსის კვლევის ეროვნული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული სატელიტური მონაცემების თანახმად, ბრაზილიაში წელს ხანძრების რიცხვმა 85 პროცენტით მოიმატა და მათი უმრავლესობა ამაზონის რეგიონში ფიქსირდება.

იხილეთ ვიდეო: საფრანგეთის პრეზიდენტი ამაზონის ტყეებში მასშტაბურ ხანძარს "საერთაშორისო კრიზისს" უწოდებს

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!