საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სამხრეთ კორეის ნაკრებს შეხვდება

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 5 სექტემბერს საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში სამხრეთ კორეის ნაკრებს შეხვდება.

როგორც sportall.ge წერს, მატჩი თურქეთის ქალაქ სტამბოლში, ბაშაქშეჰირის სტადიონზე გაიმართება. ორივე ნაკრებისთვის აღნიშნული ამხანაგური შეხვედრა ოფიციალური მატჩებისთვის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს.

საქართველოს ნაკრები სამხრეთ კორეის ნაკრებთან შესახვედრად 2 სექტემბერს სტამბოლში დაიწყებს საწვრთნელ შეკრებას. აღნიშნული ამხანაგური შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ნაკრები თბილისში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურის მატჩს, 8 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ გამართავს, სადაც დანიას დაუპირისპირდება.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ