2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოდან საზღვარგარეთ ვიზიტების უმრავლესობა თურქეთსა და აზერბაიჯანში განხორციელდა

საქსტატი 2019 წლის II კვარტლის გამყვანი ტურიზმის სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, საქართველოს რეზიდენტების საზღვარგარეთ ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და აზერბაიჯანში, შესაბამისად, 255.3 ათასი და 117.9 ათასი ვიზიტი.

უფრო კონკრეტულად, თურქეთზე საქართველოს რეზიდენტების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების 44.3% მოდის, აზერბაიჯანზე - 20.4%, სომხეთზე - 10.9%, რუსეთის ფედერაციაზე - 7.5%, უკრაინაზე - 1.6%, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებზე - 10.3%.

საქსტატის ინფორმაციით, 2019 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეულმა ხარჯებმა 617.5 მილიონი ლარი შეადგინა, ვიზიტზე საშუალო ხარჯი კი 1 100.7 ლარს გაუტოლდა.

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 1 780.1 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რომლის უდიდესი ნაწილი, 45.3 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 561 ათასი შეადგინა.

საქსტატის ანგარიშის თანახმად, 2019 წლის II კვარტალში საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების რაოდენობამ 417.1 ათასი შეადგინა. საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 325.6 ათასი ტურისტული და 235.4 ათასი ექსკურსიული ტიპის ვიზიტი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების 60.3 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 34.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 5.1 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

2019 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი, 37.3 პროცენტი, განხორციელდა მეგობრების/ ნათესავების მონახულების მიზნით. 2019 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 3.8 ღამე შეადგინა. განხორციელებული ვიზიტების 94.9 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა